რეგიონი
პატარა სმადა – სოფელი პრობლემებით
სოფელ პატარა სმადაში ზამთრის სუსხს ჯერ კიდევ ებრძვიან. მაღალმთიანი სოფლის მოსახლეობას მკაცრ კლიმატთან გამკლავება, შეშის ღუმელით უწევს. ადგილობრივები ამბობენ, რომ მათთვის გამოყოფილი 7 კუბური მეტრი საშეშე მერქანი, ხანგრძლივი ზამთრისთვის საკმარისი არ არის.

ადგილობრივებს თავი ძირითადად, მესაქონლეობითა და მიწათმოქმედებით გააქვთ. ატალახებული შიდა გზები, ზამთარში გაყინული სასმელი წყალი, გლეხის მოწეული მოსავლის დაბალი ფასი – პატარა სმადის მოსახლეობის პრობლემებს ისიც ემატება, რომ ადგილობრივები პირუტყვის საკვებს შორიდან ეზიდებიან.

პატარა სმადაში დაახლოებით, 250 ადამიანი ცხოვრობს. მოსახლეობა ამბობს, რომ არაერთი პრობლემა აქვთ. სოფელი ადიგენის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 1 200 მეტრზე მდებარეობს. მიუხედავად ამისა, სოფელმა მაღალმთიანის სტატუსი ვერ მიიღო და ადგილობრივები შეღავათების გარეშე დარჩნენ.

| Print |
თეგები: პატარა სმადა /