"უპატრონობის კვალი აქაც გვემჩნევა" – აქცია ადიგენში
20:03 / 16.03.2017
ადიგენის მუნიციპალიტეტის ათი სოფლის მოსახლეობა, მაღალმთიანი სტატუსის მინიჭებას ითხოვს.
ამ მოთხოვნით, ადმინისტრაციულ შენობასთან, 100–მდე პირმა საპროტესტო აქცია გამართა.
შეკრებილი მოსახლეობა, ხელისუფლებას იმ გადაწყვეტილებას უწუნებს, რომლის მიხედვითაც ადიგენში მაღალმთიანი სტატუსის გარეშე 10 სოფელი დარჩა.