რეგიონი
კუმურდოში სპეცრაზმია მობილიზებული
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმურდოში, სპეცრაზმი შეიყვანეს.


ძალოვანი უწყების თანამშრომლები მოსახლეობას ეკლესიის ეზოში არ უშვებენ.

ფოტოსა და ინფორმაციას ვებ–გვერდი jnews.ge ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, პოლიციელებსა და ადგილობრივებს შორის კონფლიქტი 11:00 საათზე დაიწყო. მოსახლეობას სურდა, რომ X საუკუნის ეკლესიის ეზოში, იმ ადგილზე, სადაც რესტავრაციისას მათი წინაპრების ძვლები აღმოჩნდა, ქვის ჯვარი დაწდგათ. თუმცა ისისნი პოლიციამ ეკლესიის ეზოში არ შეუშვა.


სოფელში ჩავიდა შს მინისტრი. გიორგი მღებრიშვილი მოლაპარაკებებს რამდენიმე ადგილობრივთან აწარმოებს.

შსს–ში მიმდინარე მოვლენების შესახებ კომენტარს არ აკეთებენ.

| Print |