COVID19
სამცხე-ჯავახეთში საკარანტინე ზონები 5-მდე გაიზარდა (ვიდეო)
ახალციხეში, სადგურის მიმდებარედ საკარანტინე ზონაში არსებულ სასტუმრო „grand palace“-ში, სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, ახალციხე-ადიგენის მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად, პერსონალს შეხვდა და არსებულ სიტუაციას გაეცნო.

საქართველოში უცხოეთიდან შემოსული მოქალაქეებისთვის ორკვირიანი კარანტინი დაწესდა. რეგიონში აბასთუმნის გარდა, საკარანტინე ზონა ბაკურიანის სამ და ახალციხის ერთ სასტუმროში მოეწყო.

„ყველა ის პირი, რომელიც განთავსებულია კარანტინში, არ აღენიშნებათ ვირუსის დამახასიათებელი სიმპტომები. პრემიერ-მინისტრის დავალებით პირად კონტროლზე გვყავს აყვანილი საკარანტინო ზონები, სადაც განთავსებულნი არიან ჩვენი მოქალაქეები. 24 საათის განმავლობაში მორიგეობს ეპიდემიოლოგთა ჯგუფი“-
განაცხადა ბესიკ ამირანაშვილმა.

საკარანტინე ზონებში არსებული პირობები სრულად აკმაყოფილებს ჯანდაცვის სამინისტროს მოთხოვნას და ყველა პირობა დაცულია ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის შესაბამისად.
| Print |