COVID19
,,ჩინური გზავნილები ვრცელდება, თითქოს ეს ვირუსი ამერიკამ შექმნა" - მიხეილ ბენიძე
რუსეთი ცდილობს ევროპა, როგორც ვირუსთან არასათანადოდ მზადყოფნად წარმოაჩინოს. ცდილობს ასევე ჩინური გზავნილები გაავრცელოს, რომლის მიხედვითაც კორონავირუსის გავრცელება ამერიკის შეერთებული შტატებიდან მოხდა. რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რომ თავისი გზავნილებით საქათველოს მოსახლეობა ორად გახლიჩოს - განაცხადა „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელმა დირექტორმა მიხეილ ბენიძემ. 

„რუსული დეზინფორმაცია გააქტიურდა. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ჩვენ ცალსახად ვხედავთ, რომ ქვეყანაში დეზორგანიზებას შეუწყონ ხელი და გამოიყენონ კორონავირუსი და კოვიდ 19-ის კრიზისული ვითარება კრემლის მიზნების გასაძლიერებლად გამოიყენონ. ისინი ცდილობენ, რომ ევროპა, როგორც უძლური და არასათანადოდ მზადმყოფი წარმოაჩინონ. ამ ფონზე გააჩინონ გზავნილები, რაც საქართველოს ევროპასთან დაახლოებას ფუჭს და არასაჭირო მიმართულებას წარმოაჩენს.

ხდება ჩინური გზავნილების გავრცელება, რომ თითქოს ეს ვირუსი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შექმნა. ხდება დარტყმა ლუგარის ლაბორატორიაზე, რაც ახალი ამბავი არ არის. მცდელობა არის იმის, რომ ის კრიტიკა, რაც მოდის მართლმადიდებელი ეკლესიისადმი და გარკვეული პრაქტიკებისადმი ზიარებასთან დაკავშირებით, ეს წარმოაჩინონ როგორც ომი და მცდელობა, რომ ტრადიციები შეილახოს. სპეციალურად ხდება ისეთი გზავნილების გაცემა, რომელიც საზოგადოებას ყოფს“
, - განაცხადა ტელეკომპანია ,,ფორმულაში" მიხეილ ბენიძემ.




| Print |