COVID19
,,ინფიცირებული ადამიანი დადის ქვეყანაში, ის უკვე სხვას ასნებოვნებს" - ამირან გამყრელიძე
„სამი შემთხვევის პირველწყარო არ ვიცით. ამ სამიდან ერთში დიდი იმედი გვაქვს, რომ დავადგენთ პირველწყაროს, ისიც უკვე იზოლირებულია და არის შესაბამისად გამოკვლეული, მაგრამ ორი შემთხვევის ნამდვილად არ ვიცით და დიდი ალბათობით, ვერ დავადგენთ. ანუ ამ ორ შემთხვევაში უკვე შემიძლია დავაფიქსირო, რომ მაღალი ალბათობით გვაქვს შიდა გავრცელების პრეცენდენტი" - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა.

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტის პირველწყარო უცნობია. როგორც გამყრელიძე აცხადებს, ერთ შემთხვევაში პირველწყარო, სავარაუდოდ, დადგინდება, თუმცა ორში, დიდი ალბათობით, ეს ვერ მოხერხდება.

,,არის ხალხი ქვეყანაში, სადაც უკვე არის შიდა გადაცემის განგაშის ნიშანი. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ხალხს გადაედო დაავადება ვიღაცისგან, რომელიც იდენტიფიცირებული არ არის და ის ინფიცირებული ადამიანი დადის უკვე ქვეყანაში, ის უკვე სხვას ასნებოვნებს. ამიტომ თვითონ ეს ფაქტია უკვე ძალიან საყურადღებო და საგანგაშო“, -განაცხადა გამყრელიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში" - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში უკვე დადის ინფიცირებული ადამიანი, რომელიც სხვებს ასნებოვნებს, რაც ძალიან საყურადღებო და საგანგაშოა.
| Print |