COVID19
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 103-მდე გაიზარდა

 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

კარანტინის რეჟიმშია 5 114 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 263 პირი.

ინფორმაციისთვის, 103 ადამიანიდან 20 გამოჯანმრთელებულია.

 

| Print |