COVID19
აბასთუმნის კარანტინში მყოფი პირის ანალიზის პასუხი ცნობილია

 

ქალს, რომელსაც კორონავირუსზე ანალიზი დღეს, 31 მარტს აუღეს, ინფექცია არ დაუდასტურდა. ლუგარის ლაბორატორიიდან ახლახანს მიღებული პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა.

"ახლა მივიღეთ პასუხი, უარყოფითია", - გვითხრა სამედიცინო დაწესებულების დირექტორმა რევაზ ჟღენტმა. 

პაციენტს სხეულის ტემპერატურა - 37,5 გუშინ დაუფიქსირდა. კორონავირუსის გამორიცხვის მიზნით კი მისი ბიოლოგიური მასალა კვლევისთვის გააგზავნეს. 

პაციენტი ქმართან ერთად, მე-13 დღეა აბასთუმნის ფილტვის ცენტრში მოწყობილ იზოლირებულ სივრცეში იმყოფება, მათ კარანტინის ვადა ხვალ, 1-ელ აპრილს ეწურებათ. მათ ინდოეთში მოგზაურობის ისტორია აქვთ.

 

| Print |