COVID19
საქართველოში კორონავირუსით 79 წლის ქალი გარდაიცვალა
კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტის გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა საქართველოში.

გარდაცვლილი 79 წლის ქალია. ის კლინიკაში 31 მარტს შეიყვანეს. ექიმების განცხადებით, პაციენტი მარნეული-ბოლნისის კლასტერს განეკუთვნებოდა.

„31-ში კლინიკაში შემოყვანილ იქნა კრიტიკული პაციენტი ასაკით 79 წლის, რომელთანაც დადასტურებული იყო კორონავირუსი. ანამნეზში ამ პაციენთან იყო მკვეთრი წონის დეფიციტი, ჩატარებული კლინიკური კვლევების შედეგად გამოვლინდა, რომ ორმხრივად დადასტურდა მწვავე პნევმონია. მოგეხსენებათ, რომ კვლევების შემდეგ პაციენტი მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში, დაწყებული იქნა სიმპტომური მკურნალობა, მაგრამ მისი სომატური პათოლოგიებიდან გამომდინარე, დღეს დილის 9:00 საათზე დაფიქსირდა ლეტალობა“
, - განაცხადა საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა.

კორონავირუსის გამო, ქვეყანაში საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათია გამოცხადებული. შესაბამისი გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 30 მარტს მიიღო და რეგულაციები ძალაში 31 მარტს შევიდა. ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე ტრანსპორტის და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება იკრძალება.

ქვეყანაში უკვე დაფიქსირებულია შიდა გადაცემის ფაქტები.


| Print |