COVID19
საქართველოში, დაინფიცირებულთა რიცხვი კიდევ გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 157-მდე გაიზარდა. შესაბამის ინფორმაციას Stopcov.ge ავრცელებს.

ამ დრომდე გამოჯანმრთელებულად მიიჩნევა 28, კარანტინის რეჟიმშია 5526, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 344 რჩება, გარდაცვლილი კი ერთია.

კორონავირუსის გამო, ქვეყანაში საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათია გამოცხადებული. შესაბამისი გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 30 მარტს მიიღო და რეგულაციები 31 მარტიდან ამოქმედდა. ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე ტრანსპორტის და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება იკრძალება.

საქართველოში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ქვეყანაში გამოვლენილია შიდა გადაცემის ფაქტები.

| Print |