COVID19
,,მიწას თუ ვერ დავამუშავებთ, ზამთარში რა ვქნათ" - 70 წელს გადაცილებული მოქალაქეები
ახალციხის გასასვლელში მეხუთე დღეა მოქალაქეებს ამოწმებენ, ყველა პირი გადის თერმოსკრინინგსა და ავტომობილების დეზინფექციას.

ასევე მოწმდება მგზავრთა გადაყვანაზე დადგენილი ნორმები.

მოქალაქეები პროცედურების გავლას მიესალმებიან და ამბობენ, რომ მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში გამოდიან სახლიდან.

ერთი ნაწილი მთავარ პრობლემას სურსათის მაღაზიებში დაუცველი დისტანციისა და ხელთათმანის გარეშე მყოფ მოქალაქეებში ხედავს, მეორე ნაწილი კი კორონავირუსის საფრთხის გამო სახლში დარჩენით მოსალოდნელი ეკონომიკური საფრთხის გამო შიშობს.

ამბობენ, რომ სოფლად მცხოვრები მოსახლეობის გარკვეული ნაწილი 70 წელს გადაცილებულია, თუმცა მიწის დამუშავებას ყოველწლიურად თავად ახდენენ.

სახელმწიფოს მიერ მიღებული რეგულაციის გამო კი, საგაზაფხულო სამუშაოების ჩატარებას არ შეუძლიათ.

სამცხე-ჯავახეთში, სულ 2 საკონტროლო გამშვები პუნქტი განთავსდა.
ერთი ახალციხე-თბილისის და მეორე ახალციხე-ახალქალაქის მიმართულებით.
ბლოკპოსტებზე პოლიციისა და თავდაცვის ძალები ახორციელებენ მოქალაქეთა მონიტორინგს.
| Print |