COVID19
საქართველოში კორონავირუსით მეორე ადამიანი გარდაიცვალა
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების მეორე შემთხვევა დაფიქსირდა. აღნიშნულის შესახებ თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა. მისივე თქმით, გარდაცვლილი 81 წლის ქალია.
"პაციენტი, რომელიც თბილისის ზღვის საავადმყოფოდან იყო გადაყვანილი, თავიდანვე მისი მდგომარეობა სიცოცხლისთვის შეუსაბამოდ შეფასდა. პაციენტთან გამოვლინდა ორმხრივი პნევმონია, მოციმციმე არითმია და სხვა მრავალი დაავადებები", - განაცხადა ლევან რატიანმა.