COVID19
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 1 300 000-ს გადააჭარბა

 

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 1,300,000 -ს აჭარბებს. უფრო კონკრეტულად კი, Worldometers-ის ბოლო მონაცემებით, Covid -19 დაუფიქსირდა ჯამში 1 312 428 ადამიანს; ვირუსით გარდაიცვალა 72 636 პაციენტი.

კრიტიკულ მდგომარეობაშია ინფიცირებულთა 5% - 46 000-ზე მეტი ადამიანი. ვირუსისგან ჯამში 275 060 ადამიანი განიკურა. ყველაზე მეტი - თითქმის 350 000 ინფიცირებული ჰყავს ამერიკას, შემდეგ ესპანეთს, იტალიას, გერმანიას, საფრანგეთს და ჩინეთს. ხოლო ყველაზე მეტი გარდაცვლილი იტალიას და ესპანეთს. ყველაზე მეტი -77 078 პაციენტი ჩინეთში გამოჯანმრთელდა.
| Print |