საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 7-ით გაიზარდა და 195 შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 4 735 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 383 პირი.