COVID19
კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევა რაოდენობა ორით გაიზარდა

 

კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევა რიცხვი 236-მდე გაიზარდა. ორი ახალი შემთხვევიდან ერთი ეროვნული ბანკის კლასტერიდანაა. ინფიცირებულებიდან სამი საზღვარგარეთიდან შემოყვანილი საქართველოს მოქალაქეა.  

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განმარტებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მოწოდებით, ცალკე აღირიცხება კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებსაც ვირუსი საქართველოს საზღვრებს გარეთ დაუდასტურდათ. 

“ამ ეტაპზე გვაქვს 236 დადასტურებული შემთხვევა, მაგრამ აქედან 3 დადასტურებული შემთხვევა არის შემოტანილი, 2 სომხეთიდან და 1- თურქეთიდან, ანუ რას ნიშნავს - იქ არის დადასტურებული და დადასტურებული შემთხვევა შემოვიდა ჩვენთან, აქედან გამომდინარე, ეს დადასტურებული 3 შემთხვევა ცალკე შემთხვევებად გამოდის, გვემატება ჩვენ სამკურნალო დაწესებულებებში როგორც რაოდენობა, მაგრამ აღრიცხვა, ჯანმოს მონაცემებით, ცალკე უნდა განვიხილოთ. 

გუშინ ჩვენთან 15 ადამიანზე ჩატარდა ტესტირება და 1 დაგვიდასტურდა, რომელიც შემოგვემატა. ეს არის ეროვნული ბანკის კონტაქტი. ახალი პაცინეტი იყო თვითიზოლაციაში, იმიტომ, რომ ეს ეროვნული ბანკის დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი იყო და როდესაც მასთან გამოვლინდა ტემპერატურა, მაშინვე გადმოყვანილი იქნა ჩვენთან, ჩვენ ჩავატარეთ ტესტირება და დადასტურდა კოვიდი. მისი მდგომარეობა საშუალოზე მსუბუქია”,
- განაცხადა ეზუგბაიამ.

Stopcov.ge-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის გამოჯანმრთელებულია 54 პირი, ხოლო გარდაცვლილი - 3 მოქალაქე.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4 672 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 373.

 

| Print |