COVID19
ორი წლის ბავშვი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა

 

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, კლინიკაში მყოფი 17 პაციენტიდან, ორი გამოჯანმრთელდა.

მისი თქმით, გამოჯანმრთელებული პაციენტებიდან ერთ-ერთი ორი წლის ბავშვია.

„17 პაციენტიდან ორი გამოჯანმრთელებულია და ეს არის ძალიან კარგი ამბავი. გამოჯანრთელებული პაციენტებიდან ერთი არის ორი წლის ბავშვი.

რაც შეეხება კოვიდინფიცირებულებს, ზოგადად მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ერთი პაციენტი რჩება ორმხრივი პნევმონიით, შედარებით საყურადღებო სტატუსით.

ასევე, ერთი ბავშვი დაგვემატა, მაგრამ ეს ჩვენთან არ დადასტურებულა, გადმოყვანილია. არის სვანეთის კლასტერიდან, ხუთი წლის ბავშვი გამოხატული პნევმონიით
“, - განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.

საქართველოში კორონავირუსისგან 56 ადამიანია გამოჯანმრთელებული.

| Print |