COVID19
ქობულეთის ოთხ სოფელში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები წესდება

 

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - გვარაში, მუხაესტატეში, ლეღვაში და წყავრუკაში შემოდის სპეციალური რეჟიმი და მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები წესდება.ამის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

დღეისათვის უკვე არის 252 შემთხვევა და ამასთან რამდენიმე შემთხვევა დადასტურდა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ამ შემთხვევების შემთხვევაში ფართო წრე იყო კონტაქტებისა და შესაბამისად, ჩვენ გვიწევს მივმართოთ სპეციალურ ღონისძიებებს. გარდა იმ შეზღუდვებისა, რომლებიც საგანგებო მდგომარეობით დადგენილია, ამ ადმინისტრაციულ ერთეულებში აკრძალულია შესვლა და გამოსვლა. ადგილზე ამ რეჟიმის აღსრულებას უზრუნველყოფს შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალები და ასევე თავდაცვის ძალები. მოქალაქეებს გარეთ გამოსვლა შეეძლებათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ისინი საჭიროებენ პროდუქტის შეძენას, მედიკამენტის შეძენას, ან სამედიცინო მომსახურების მიღებას. მათ ექნებათ უფლება განახორციელონ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები, თუ დაიცავენ იმ პროტოკოლს, რომელიც სპეციალურად ასეთი შემთხვევებისთვის არის შექმნილი. მუნიციპალიტეტთან და ადმინისტრაციულ ერთეულებთან თანამშრომლობას უზრუნველყოფს საოპერაციო შტაბი და ადგილობრივი ხელისუფლების ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონალურ საკითხებში, სოზარ სუბარი“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

 

| Print |