COVID19
ადიგენის ცხელების ცენტრში ანალიზის პასუხს 14 აპრილს ელოდებიან
ადიგენის რეფერალურ ჰოსპიტალში ცხელების დიაგნოზით შესული ქალის ანალიზის პასუხს ამ დრომდე ელოდებიან, თუმცა სავარაუდოდ ანალიზის პასუხი ხვალ გახდება ცნობილი.

სოფელ ჭელას მკვიდრი კლინიკაში გუშინ, 12 აპრილს, შეიყვანეს და ტემპერატურისა და სახსრების ტკივილის გამო ბოქსირებულ პალატაში მოათავსეს.

ქალს მოგზაურობის ისტორია არ აქვს. კორონავირუსისთვის დამახასიათებელი საეჭვო სიმპტომების გამო მისი ანალიზები ლუგარის ლაბორატორიაშია გადაგზავნილი.



| Print |