COVID19
კოვიდ19-ით კიდევ 6 პირი დაინფიცირდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 272-დე გაიზარდა.

ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

კარანტინის რეჟიმშია 4 890 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 439 პირი.

ინფორმაციისთვის, 272 ადამიანიდან 68 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

| Print |