COVID19
ადიგენის ცხელების ცენტრს, ლუგარის ლაბორატორიიდან პასუხი აცნობეს
ადიგენის ცხელების ცენტრიდან გაგზავნილი ანალიზის პასუხი ცნობილია. შუახნის ქალს, რომელსაც მაღალი ტემპერატურა და სახსრების ტკივილი აღენიშნებოდა, კორონავირუსი არ დაუდგინდა.

ქალი, ცხელების ცენტრში, 12 აპრილს შეიყვანეს და კორონავირუსისთვის დამახასიათებელი საეჭვო სიმპტომების გამო ბოქსირებულ პალატაში მოათავსეს.

ცხელების ცენტრები, ჯანდაცვის მინისტრის 30 მარტის დადგენილებით ამოქმედდა. მას შემდეგ, ადიგენში გახსნილი ცენტრისთვის, შუახნის ქალი, პირველი შემთხვევაა, რომელიც ცენტრში მოათავსეს.
| Print |