COVID19
ეკლესიები არ დაიხურება - მამა ანდრია ჯაღმაიძე
როგორ ჩატარდება სააღდგომო ლიტურგია - საპატრიარქოში შეხვედრა დასრულდა და მამა ანდრია ჯაღმაიძემ საზოგადოებას საბოლოო გადაწყვეტილება გააცნო.

,,გარემოებები ყოველდღე იცვლება პანდემიის გამო, მორწმუნე ხალხის მოლოდინი ყოველდღე უკავშირდებოდა იმ საკითხს, თუ როგორ ჩატარდებოდა აღდგომის წირვა. საპატრიარქოს გადაწვეტილებით,

არ მოხდება ეკლესიების დახურვა, თუმცა გათვალისწინებული იქნება ყველა ის მითითება რაც ხელისუფლების და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ იქნა მოწოდებული.

მთავარი რეკომენდაცია ეხება კომენდანტის საათს - მრევლი მივიდეს  კომენდანტის საათის დაწყებამდე ტაძარში და სახლში დაბრუნდეს 6 საათის შემდეგ. ეს არის შეღავათიანი პირობა, რომელსაც სახელმწიფო გააკეთებს ხალხის მიმართ.

გვაქვს სხვა შეზღუდვები - ასაკობრივ, დაავადების მქონე, ბავშვებს, ეკლესია აძლევს რეკომენდაციას, რომ შესრულდეს ყველაფერი რეკომენდაციების გათვალისწინებით.

ასევე გასათვალისწინებელია, რომ ვისაც სახლში ჰყავს რისკ-ჯგუფის მქონე ადამიანი - ქრონიკული დაავადებების ან სუსტი იმუნიტეტის მქონე და ა.შ. ეს წარმოადგენს საშიშროებას და უნდა გამოვიჩინოთ პასუხისმგებლობა ოჯახის წევრთა ჯანმრთელობისთვის, საკუთარი თავისთვის და დავრჩეთ სახლში.

დიდ ტაძრებში ორ მეტრიანი დისტანცია უნდა იყოს დაცული, ხოლო პატარა ტაძრებში, შესაძლებელია დილითაც ჩატარდეს წირვა. ამ შემთხვევაში გადანაწილდება მრევლი და შესაძლებელი იქნება დისტანციის დაცვა.

კანონის, უსაფრთხოების და რეკომენდაციების დაცვით უნდა მოვახერხოთ მოწესრიგებულად წირვაზე დასწრება, რათა დავიცვათ რეკომენდაციები და ვილოცოთ გულმხურვალედ.

სასურველია, რომ ტრადიციული ტრაპეზი არ გაიმართოს, რათა დამატებითი სირთულე არ გაიმართოს, ასევე მნიშვნელოვანია სასაფლაოზე გასვლის საკითხი. ეს საეკლესიო კანონიკა არ არის, უფრო საერო ტრადიციაა და ამიტომ არაფერი დაირღვევა, თუ დავემორჩილებით რეკომენდაციას და არ გავალთ საფლავზე.

მადლიერებით შევუდგეთ ამ საქმეს, რასაც ვხედავთ ექიმების და სხვადასხვა სტრუქტურების მხრიდან. მადლობა უფალს, რომ აღდგომის დღესასწაულზე არ გვაქვს სრული კარანტინი და კიდევ უფრო უარესი მდგომარეობა ქვეყანაში"
- განმარტა მამა ანდრია ჯაღმაიძემ.
| Print |