COVID19
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 340-მდე გაიზარდა

 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევთა რაოდენობა 4-ით გაიზარდა და 340 შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

კარანტინის რეჟიმშია 5000 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 494 პირი.

ინფორმაციისთვის, 340 ადამიანიდან 76 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

 

| Print |