COVID19
თუ კიდევ მივიღებთ კოვიდინფიცირებულებს, შესაძლოა ახალდაბა ჩაიკეტოს - გუბერნატორი
სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა განმარტა, რა შემთხვევაში მოექცევა ბოჯომის მუნიციპალიტეტის სოფელი ახალდაბა სრულ იზოლაციაში. ბესიკ მირანაშვილის თქმით, საკოორდინაციო შტაბი ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი ბიოლოგიური მასალის პასუხებს ელის, რის მიხედვითაც გადაწყვება, გამკაცრდება თუ არა კარანტინის პირობები რეგიონში.

10 პირის ბიოლოგიური მასალა კვლევისთვის დღეს, 16 აპრილს გააგზავნეს. მათ შორის არიან კორონავირუსით დაინფიცირებულის ოჯახის წევრები და ახლო კონტაქტში მყოფი პირები.

ამირანაშვილის განმარტებით, ახალგაზრდა მამაკაცს კავშირი ჰქონდა არა მხოლოდ ახალდაბელებთან, არამედ სხვა სოფლის მოსახლეობასთანაც. მხარის გუბერნატორის თქმით, ყველა მათგანი იდენტიფიცირებულია და ისინი კარანტინსა და თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

შეგახსენებთ, რომ სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. დაინფიცირებული 30 წლამდე ასაკის მამაკაცია, რომელიც ახალდაბაში მშობლებთან თბილისიდან ჩამოვიდა. ბორჯომის ცხელების ცენტრში გუშინ მოათავსეს ინფიცირებულის და, თუმცა მისი ანალიზის პასუხი უარყოფითია.

| Print |