საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 348-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.კარანტინის რეჟიმშია 5 000 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 494 პირი.