COVID19
დღეიდან, ქვეყნის მასშტაბით, სასაფლაოზე მისვლა იკრძალება
დღეიდან სასაფლაოს ტერიტორიაზე შესვლა იკრძალება. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის მიერ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, რომელშიც მთავრობა მოქალაქეებს ხშირად დასმულ შეკითხვებზე პასუხობს.

„სასაფლაოს ტერიტორიაზე შესვლა აკრძალულია ქვეყნის მასშტაბით. აკრძალვა არ ეხება მხოლოდ მიცვალებულის დაკრძალვასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელების მიზნით სასაფლაოს ტერიტორიაზე შესვლასა და გადაადგილებას“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

| Print |