COVID19
სამცხე-ჯავახეთში კარანტინს 337 პირი გადის
სამცხე-ჯავახეთის ექვსი მუნიციპალიტეტიდან, თვითიზოლაციაში 29 პირი იმყოფება.

17 აპრილის მდგომარეობით, ყველაზე მეტი მოქალაქე ბორჯომის მუნიციპალიტეტშია 14-ს შეადგენს, ყველაზე ცოტა კი ახალციხეში - 1 პირი.

რაც შეეხება დანარჩენ მუნიციპალიტეტებს: ნინოწმინდასა და ადიგენში თვითიზოლაციის პირობებში არავინ იმყოფება, ხოლო ახალქალაქსა და ასპინძაში 7 -7 პირია.

რაც შეეხება კარანტინს, რეგიონში 7 საკარანტინე სივრცეა - აბასთუმნის ფილტვის ცენტრსა ახალციხის სასტუმროში აღარავინ იმყოფება, ხოლო ბაკურიანის ხუთ სასტუმროში კარანტინში მყოფ პირთა რაოდენობა 337-ს შეადგენს.

რაც შეეხება ინფიცირებულტა რაოდენობას, რეგიონში მხოლოდ ერთი ასეთი შემთხვევაა დაფიქსირებული.
| Print |