COVID19
COVID 19 - ით მსოფლიოში 155 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა
მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 155 000-ს გადააჭარბა. ამ ინფორმაციას worldometers ავრცელებს.

მათ შორის, 17 აპრილის მონაცემებით, ყველაზე მეტი გარდაცვლილი ჰყავს აშშ-ს - 2 535, ჩინეთს - 1 290, დიდ ბრიტანეთს - 847, საფრანგეთს - 761, ესპანეთს - 687 და იტალიას - 575.

სულ, მსოფლიოს მასშტაბით, 17 აპრილს, კორონავირუსით 8 672 ადამიანი გარდაიცვალა.

ამასთან, ბოლო მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ 2 251 700-ს გადააჭარბა. დაინფიცირებულ პაციენტთა 96%-ის მდგომარეობა სტაბილურია, 4%-ის კი მძიმე.

გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ 574 383 შეადგინა.

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით დაინფიცირებისა და გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-ში, იტალიასა და ესპანეთში ფიქსირდება.
| Print |