COVID19
რუსეთში 15 000 სამხედრო კარანტინში მოათავსეს
„გარდიანის“ ინფორმაციით, რუსეთში 15 000 სამხედრო კარანტინში მოათავსეს. როგორც ბრიტანული გამოცემა იუწყება, საუბარია სამხედროებზე, როლებიც 9 მაისის აღლუმის რეპეტიციაში იღებდნენ მონაწილეობას.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ 15 000 ჯარისკაცი სამხედრო ბაზებზე ორ კვირის განმავლობაში კარანტინში დარჩება. სამინისტრო არ აკონკრეტებს არის თუ არა რომელიმე სამხედრო ინფიცირებული.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით 9 მაისს დაგეგმილი აღლუმი გადადო.
| Print |