COVID19
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 402-მდე გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სამი ახალი შემთხვევაა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

კარანტინის რეჟიმშია 4 782 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 503 პირი.

402 ადამიანიდან 95 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 4 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.
| Print |