COVID19
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 408-მდე გაიზარდა

 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ექვსი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ქვეყანაში სულ 408 კოვიდინფიცირებულია. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 4 779 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 561 პირი.

აღსანიშნავია, რომ ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების რიცხვი 9-ით არის გაზრდილი.

408 ინფიცირებულიდან 95 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 4 გარდაიცვალა. ასევე, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

 

| Print |