კორონავირუსი ცხოველური წარმოშობისაა და მისი წარმოქმნა ლაბორატორიაში არ მომხდარა - ჯანმო
ყველა სამხილი, რომელიც ხელმისაწვდომია, ცხადყოფს, რომ კორონავირუსი ღამურებიდან წარმოიშვა, - ამის შესახებ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის პრესსპიკერმა ფადელა ჩაიდმა ჟენევაში, ბრიფინგის დროს განაცხადა.
„ვირუსი ცხოველური წარმოშობისაა და მისი მანიპულირება ან წარმოქმნა ლაბორატორიაში ან სადმე სხვაგან არ მომხდარა“, - აღნიშნა ჩაიბმა.
რამდენიმე დღის წინ Fox News-მა დაწერა, რომ არსებობს მტკიცებულებები COVID-19-ის უხანის ლაბორატორიაში წარმოშობის შესახებ.
მოგვიანებით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ მისი მთავრობა ცდილობს გაარკვიოს, ვირუსის გავრცელება ჩინეთის ლაბორატორიიდან მოხდა თუ არა.