COVID19
ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვის გახანგრძლივება COVID19-ის გავრცელების პრევენციას ემსახურება - ირაკლი ჩიქოვანი
ქვეყანაში მოქმედი ყველა შეზღუდვის მიზანი მოქალაქეების სიცოცხლის დაცვა და კორონავირუსის გავრცელების პრევენციაა. ამის შესახებ პრემიერის მრჩეველმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხდა.

„ჩვენს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მინდა ავუხსნა, რომ ხელისუფლების მიერ გატარებული ყველა ღონისძიება და აბსოლუტურად ყველა შეზღუდვა და ყველა რეკომენდაცია, რომელიც არსებობს, ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ერთს - იმას, რომ ჩვენ მაქსიმალურად შევამციროთ ის ზიანი, რაც შეიძლება COVID 19-მა მიაყენოს ჩვენს საზოგადოებას და ჩვენს მოქალაქეებს.

ყველა რეგულაციის, ყველა შეზღუდვის მიზანია დავიცვათ თითოეული მოქალაქეების სიცოცხლე, მაქსიმალურად შევაფერხოთ COVID 19-ის გავრცელება და მივცეთ ჩვენს მართლაც რომ გმირ ექიმებს იმის საშუალება, რომ ყველა ჩვენს თანამოქალაქეს მისცენ მაღალი ხარისხის მომსახურება და, შესაბამისად, შეძლონ მათი სიცოცხლისთვის ბრძოლა“,
- განაცხადა ჩიქოვანმა.

ერთ-ერთი ასეთი შეზღუდვა ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვაა, რომლის ვადის გახანგრძლივებამაც მოქალაქეთა უკმაყოფილება გამოიწვია. მოსახლეობის, განსაკუთრებით კი იმ პირების, ვინც ვერ სარგებლობს გადაადგილების ამ უფლებით, ირაკლი ჩიქოვანის თქმით, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდება www.stopcov.ge -ს ვებგვერდზე.

საქართველოში დაავადების დაბალი სტატისტიკური მაჩვენებელი დროულად გატარებული სწორი ღონისძიებების დამსახურებაა.

მისი თქმით, საქართველოში დაავადების დაბალი სტატისტიკური მაჩვენებელი დროულად გატარებული სწორი ღონისძიებების დამსახურებაა.

საქართველოში კორონავირუსი 411 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 98 უკვე გამოჯანმრთელდა, 5 კი გარდაიცვალა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.
| Print |