COVID19
საქართველოში კოვიდინფიცირებულების რიცხვი 416-მდე გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 416-მდე გაიზარდა. განახლებული ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე განთავსდა. ამავე მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში რჩება 5 160 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 579 პირი.

ინფორმაციისთვის, 416 ადამიანიდან 107 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 5 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.
| Print |