COVID19
საქართველოში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 425-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

კარანტინის რეჟიმშია 5 126 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 578 პირი.

ინფორმაციისთვის, 425 ადამიანიდან 111 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 5 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

 

| Print |
თეგები: კორონავირუსი /