COVID19
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 431-მდე გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 431-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. ბოლო 24 საათში COVID-19 დაუდასტურდა 11 პირს.
კარანტინის რეჟიმშია 5 126 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 578 პირი.
431 ინფიცირებულიდან 114 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 5გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.
გააზიარეთ :