საქართველოში კორონავირუსისგან 114 ადამიანია გამოჯანმრთელებული. განახლებული ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ბოლო 24 საათში სახლში შვიდი ადამიანი გაეწერა. მათგან ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკა ორმა, ინფექციური საავადმყოფო კი სამმა პაციენტმა დატოვა.