COVID19
ისრაელმა კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატი შექმნა

 

ისრაელის მიერ წარმოებული ახალი ტიპის კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატი, რომელმაც ისრაელში ჩატარებული კვლევების დროს 100%-იანი ეფექტურობა დაადასტურა, ტესტირების მიზნით აშშ-ში გადააგზავნეს. Christianity Daily-ის ცნობით, კომპანია Pluristem Therapeutics-ის მიერ წარმოებული პრეპარატი ამერიკაში უკვე პირველ პაციენტზე გამოსცადეს.

ისრაელში ამ პრეპარატით მკურნალობამ მაღალი რისკის ჯგუფში მყოფი 7 პაციენტის სიცოცხლე გადაარჩინა. მათ გულის უკმარისობასთან ერთად, თირკმლის უკმარისობაც აწუხებდათ.

Christianity Daily-ის ცნობით, კომპანია Pluristem Therapeutics-ის პრეპარატი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას, რომელსაც იმ პროცესის დათრგუნვა და განეიტრალება შეუძლია, რითაც კორონავირუსით დაავადებულთა უმრავლესობა იღუპება.

კომპანია პლაცენტას ჭკვიანი უჯრედების გასაზრდელად იყენებს და მათ პროგრამირებას ავადმყოფი პაციენტის ცილოვან უჯრედებში ახორციელებს.

კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა და პრეზიდენტმა იაკი იანამ განაცხადა, რომ მალე საქმის წარმოება დაიწყება, რომელზეც აღნიშნული პრეპარატის აქტიური წარმოების უფლების მოპოვების საკითხი განიხილება.

”მას შემდეგ რაც რეგულატორების მხრიდან საჭირო ნებართვას მივიღებთ, პრეპარატის დიდი რაოდენობით წარმოებას შევძლებთ", - განაცხადა კომპანიის დირექტორმა.

იაკი იანას ცნობით, მკურნალობის პროცედურა შემდეგნაირად გამოიყურება, 15 მილილიტრიანი დოზები, რომლებიც ცნობილია, როგორც პლაცენტის უჯრედი, ინექციის სახით ორგანიზმში შეჰყავთ. ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ უჯრედები ერთგვარ "პატარა ფაბრიკად იქცევა, რომელიც თერაპიულ ცილას აწარმოებს"

”პაციენტები, რომლებიც მძიმე მდგომარეობაში არიან და იღუპებიან, რეალურად იღუპებიან სასუნთქი სისტემის მძიმე დაავადებით. რასაც იმუნური სისტემის დაქვეითება იწვევს", - განაცხადა Pluristem Therapeutics-ის დირექტორმა.

ამ დრომდე, Pluristem ტექნოლოგია ძირითადად, კიდურებში სისხლის მიმოქცევით დაავადებული ადამიანების სამკურნალოდ გამიყენებოდა, თუმცა მეცნიერებმა სწრაფად შეძლეს უჯრედების გადაკეთება და კორონავირუსის სამკურნალოდ გამოყენება.

Christianity Daily-ის ცნობით, ბოლო დღეების განმავლობაში კომპანია Pluristem Therapeutics-ის აქციების ფასმა მოიმატა.
წყარო: report.ge
| Print |