საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა. ამის შესახებ საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატინმა ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, გარდაცვლილი 83 წლის მამაკაცია, რომელსაც ქრონიკული პათოლოგიები აღენიშნებოდა, მათ შორის გულის უკმარისობა.