COVID19
საქართველოში კორონავირუსის 29 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 485-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

კარანტინის რეჟიმშია 4 928 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 522 პირი.

485 ინფიცირებულიდან 139 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 6 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

 

| Print |