COVID19
ნიუ-იორკსა და ლატვიაში საქართველოს მოქალაქეები კორონავირუსით გარდაიცვალნენ


აშშ-ში, ნიუ-იორკში საქართველოს მოქალაქე კორონავირუსით გარდაიცვალა. როგორც საგარეო საქმეთა სამინსიტროში განაცხადეს, გარდაცვლილი 80 წლის მამაკაცია.

იგი covid 19 დიაგნოზით ნიუ- იორკის ჰოსპიტალში მკურნალობდა და დიაბეტი აწუხებდა. ნიუ- იორკში საქართველოს საკონსულო კონტაქტზეა გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან“,- აცხადებენ უწებაში.

covid-19 დიაგნოზით საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გარდაიცვალა საზღვარგარეთ. 53 წლის პირი, საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მკურნალობის კურსს გადიოდა ლატვიის ინფექტოლოგიის ცენტრის საუნივერსიტეტო კლინიკაში. აღსანიშნავია, რომ გარდაცვლილს გულის ქრონიკული დაავადება ჰქონდა.

„ლატვიაში საქართველოს საელჩო მუდმივ კონტაქტზეა გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან და მიმდინარეობს გადმოსვენების პროცედურაზე მუშაობა
“,-აცხადებენ უწყებაში.

| Print |