COVID19
ახალციხის ცხელების ცენტრის 22 თანამშრომელს კორონავირუსზე ანალიზი აუღეს

 

ახალციხის ცხელების ცენტრის 22 თანამშრომელი თვითიზოლაციაში იმყოფება. მედპერსონალის ბიოლოგიური მასალა ლუგარის ლაბორატორიაში უკვე გაგზავნილია. პასუხები დღეს, 28 აპრილს გვიან ღამით იქნება.

ჯამში, კლინიკა "იმედში" 40 ანალიზის პასუხს ელოდებიან. კლინიკის მენეჯერი გიორგი ბარძიმაძე აცხადებს, რომ ,,ეს კოვიდ19-ის პროგრამის თანამდევი პროცესია და ის კლასტერი, ვინც ამ პერიოდში მუშაობდა, ყველას ტესტირება ჩაუტარდება".

ახალციხეში, კორონავირუსი კარანტინიდან ცხელების ცენტრში გადაყვანილ ერთ პირს 25 აპრილს დაუდასტურდა.

რაც შეეხება სამცხე-ჯავახეთში თვითიზოლაციასა და კარანტინში მყოფი პირების რაოდენობას, გაზრდილია. სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, კარანტინში სულ 438 მოქალაქე რჩება, აქედან 67 პირი ახალციხის სასტუმროში მოწყობილ იზოლირებულ სივრცეში, 371 კი ბაკურიანის ხუთ სასტუმროშია გადანაწილებული.

რეგიონის მასშტაბით, თვითიზოლაციაში 7 მოქალაქეა.

 


| Print |