COVID19
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ სამ მილიონს გადააჭარბა
მსოფლიოში კორონავირუსით ინიფიცირებულთა დადასტურებულმა რაოდენობამ სამ მილიონს გადააჭარბა. worldometers-ის მონაცემებით, COVID 19-ით ინფიცირებულების 3 138 919 შემთხვევაა გამოვლენილი, საიდანაც 956 064 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა.

რაც შეეხება გარდაცვლილებს, მსოფლიოს მასშტაბით, კორონავირუსს 218 010 ადამიანი ემსხვერპლა.

ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-შია გამოვლენილი, სადაც აღრიცხული პაციენტების რაოდენობამ ერთ მილიონს გადააჭარბა. მას მოსდევს ესპანეთი, იტალია, საფრანგეთი და გაერთიანებული სამეფო.
| Print |