COVID19
ახალციხეში კორონავირუსი მესამე პაციენტს დაუდასტურდა

 

ახალციხის ცხელების ცენტრში მოთავსებული პირებიდან ერთ-ერთს, კორონავირუსი დაუდასტურდა. დაინფიცირებული კლინიკა "იმედში" საკარანტინე ზონიდან, ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით შეიყვანეს. ის ადგილობრივი არ არის, სამცხე-ჯავახეთში ორკვირიანი კარანტინის გასავლელად ჩამოიყვანეს. 

ცხელების ცენტრის ხელმძღვანელის გიორგი ბარძიმაძის თქმით, გუშინ, 29 აპრილს, ლუგარის ლაბორატორიაში საკვლევად 14 პირის ბიოლოგიური მასალა გააგზავნეს, აქედან დადებითი მხოლოდ ერთია. ინფიცირებულ პირს სამკურნალო დაწესებულებაში მოათავსებენ.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსი ახალციხეში პირველ პაციენტს 25 აპრილს დაუდასტურდა. მეორე შემთხვევა 29 აპრილს გამოვლინდა, მესამე კი დღეს. სამივე მათგანი ცხელების ცენტრში საკარანტინე ზონიდან შეიყვანეს.


| Print |