COVID19
9 ახალი ინფიცირებული, 12 გამოჯანმრთელებული - ერთი დღის შედეგი საქართველოში

 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა ბოლო 24 საათში 9-ით გაიზარდა და 635 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 12-ით გაიზარდა 309 გახდა.

კარანტინის რეჟიმშია 4 717 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 452 პირი.

ინფორმაციისთვის, 635 ადამიანიდან 309 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 10 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

 

| Print |