COVID19
საქართველოში კორონავირუსით მე-11 პაციენტი გარდაიცვალა

 

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, მეთერთმეტე პაციენტი გარდაიცვალა. პაციენტი 81 წლის იყო და აჭარაში, კლინიკა "მედ ალფაში" მკურნალობდა.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 638 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 317 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 11 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

 

| Print |