COVID19
კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 12 პირი გამოჯანმრთელდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 6-ით გაიზარდა და 677 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
ასევე, ერთ დღეში, ვირუსისგან კიდევ 26 ადამიანი გამოჯანმრთელდა და საერთო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 419 გახდა.
კარანტინის რეჟიმშია 3 873 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 404 პირი.
ინფორმაციისთვის, 12 პირი გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.
გააზიარეთ :