COVID19
კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 12 პირი გამოჯანმრთელდა

 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 6-ით გაიზარდა და 677 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

ასევე, ერთ დღეში, ვირუსისგან კიდევ 26 ადამიანი გამოჯანმრთელდა და საერთო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 419 გახდა.

კარანტინის რეჟიმშია 3 873 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 404 პირი.

ინფორმაციისთვის, 12 პირი გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე
.

 

| Print |