COVID19
კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები გამოვლინდა

 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 6-ით გაიზარდა და 701 გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ცენტრი ავრცელებს. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების 6 ახალი შემთხვევიდან 3 ბოლნისის, 3 კი - ზუგდიდის კლასტერს უკავშირდება.

ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 7-ით გაიზარდა და 432 გახდა.

კარანტინის რეჟიმშია 3 890 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 357 პირი.

საქართველოში კრონავირუსით 12 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

 

| Print |