საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 5-ით გაიზარდა და 707 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზე არის განთავსებული. ყველა შემთხვევა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში დაფიქსირდა. როგორც ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში განაცხადეს, გუშინ ლაბორატორიაში 145 პირის საკვლევი მასალა გადააგზავნეს, აქედან 130 სოფელ მუშევანიდან, 15 კი ბოლნისიდან. კვლევის შედეგად ინფიცირების ხუთი ფაქტი მხოლოდ მუშევანში გამოვლინდა.