COVID19
ბოლნისის სოფელში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები გაიზარდა


ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში, ლაბორატორიული კვლევის შედეგად, 4 პირს კორონავირუსი დაუდგინდა. ოთხივეს ინფიცირების წყარო ცნობილია.

კოვიდინფიცირებულ პირებს მუშევანიდან თბილისის კლინიკებში დღის განმავლობაში გადაიყვანენ.

გუშინ ლაბორატორიაში 97 პირის ტესტი იყო გადაგზავნილი. მათ შორის, 88 ბიოლოგიური ნიმუში სოფელ მუშევანში იყო აღებული, ცხრა კი, ქალაქ ბოლნისში.

სოფელ მუშევანში სულ კოვიდინფიცირების 54 დადასტურებული შემთხვევაა. 25 აპრილიდან სოფელში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს.

ბოლო მონაცემებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 160 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 66 გამოჯანმრთელდა, სამი კი გარდაიცვალა.

საქართველოში 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 19-ით გაიზარდა.

| Print |